суббота, 13 декабря 2008 г.


ნ ა რ კ ი ს ო ს ი
(ნარცისი)

ვინც სიყვარულის ძალას არ იცნობს,მას აფროდიტე უმოწყალოდ სჯის.აი,როგორი მისაგებელი მიაგო მდინარის ღმერთის კეფისოსისა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერ,მაგრამ ციერსა და ამაყ
ვაჟს,ნარკისოსს.ახალშობილს მისანმა უწინასწარმეტყველა,რომ მიაღწევდა სიბერემდე,თუ არ იხილავდა თავის სახებას.თავდაპირველად არ ირწმუნეს მისნის ნათქვამი,მაგრამ დრომ ცხადყო მისი ჭეშმარიტება :ჭაბუკს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა,მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა სიყვარულის ღირსად.მისი მშვენიერებით კი ბევრი იხიბლებოდა.
ერთხელ,როდესაც ნარკისოსი ჩრდილოვან ტყეში ნადირობდა,ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით .მაგრამ საბრალო ნიმფას მზვაობარ ჭაბუკამდე მიეღწია თავისი გულისთქმა.იგი დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.ექჯს ეს სასჯელი მოუვლინა ჰერამ,რადგანაც ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს იგი გზად აყოვნებდა ხოლმე ხანგრძლივი ყბედობით,ხოლო ნიმფები თავს შველოდნენ ამასობაში.
მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მშვენიერ ჭაბუკს.მის გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა,მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა.
ექო არავის ეჩვენებოდა,სიყვარულისგან გატანჯული გახდა,ჩამოხმა.მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.ხოლო ნარკისოსი ,უწინდებურად გულზვიადი,თავის თავზე შეყვარებული,სხვათა სიყვარულს უარყოფდა.
ერთხელ,მისგან უსიყვარულოდ მიტოვებულ ნიმფას აღმოხდა:“შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!“ აფროდიტემ შეისმინა ექოს ვედრება.ნადირობისას ნარკისოსი მიადგა ვერცხლისფერტალღა წყაქროს.ჯერ ვერ მიეგნო მისთვის ვერც მწყემსს,ვერც მონადირეს,მას არ ამღვრევდა არც ნადირი,არც ჩიტი,არ ეხებოდა ხის ტოტიც კი.გარშემო ერტყა მწვანე ბალახი,ხოლო მზისაგან იფარავდა უსიერი ტყე.ხვატითა და ნადირობით გადაღლილინარკისოსი ცივ წყაროსთან მივიდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა.როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში.კიპარისების სიმწვანე ჩანდა,ზეცის სილურჯე.მთელი თავისი ისმშვენიერით წარმოისახა წყალში ნარკისოსიც.აქ უწია მას აფროდიტეს სასჯელმა.განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა.თავისი თავი აოცებდა,გონება ებინდებოდა,ტრფობით იწვოდა და ხედავდა,იწვოდა ისიც,ვინც მას უმზერდა.სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ,სურდა ხელების შემოჭდობა,მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა.ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს,თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას.არც ჭამდა,არც სვამდა,არც ეძინა.ბოლოს სასოწარკვეთილმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა.
ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი,მორთეს ტირილი,მათ ხმას აძლევდა ექოც.ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს,საკაცე, ცეცხლი,ჩირაღდნები რომ გაამზადეს,ცხედარი ვერ იპოვეს .იმ ადგილას სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი.ამ სიკვდილის ყვავილს ნარგიზს (ნარცისს)უწოდებენ.